Accentnews.ge
კანადამ უკრაინას 1.5 მლრდ აშშ დოლარი გამოუყო

კანადამ უკრაინას 1.5 მლრდ აშშ დოლარი გამოუყო

21/03/2024 06:48:49 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ–მინისტრის დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო.

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ, სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S