
უკრაინა: კიევზე იერიშისას გაშვებული 31-ვე რუსული რაკეტა გავანადგურეთ
21/03/2024 06:38:10 მსოფლიო
რუსეთმა კიევზე დღევანდელი თავდასხმისას 31 რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა.
"მოწინააღმდეგემ ტუ-95 ტიპის 11 სტრატეგიული ბომბდმშენიდან კიევს შეუტია 2 ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტით( „ისკანდერი“ და „კინჟალი“) და 29 ფრთოსანი რაკეტით (Х-101/Х-555). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა ჩამოაგდეს", – აცხადებს გენერალი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა სვიატოშინსკის, შევჩენკოს და პოდოლსკის რაიონებში დააზიანა სახლები, საბავშვო ბაღი და ელექტროქვესადგური. დაშავდა 10 ადამიანი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქზე ბოლო 44 დღის განმავლობაში პირველი სარაკეტო თავდასხმის გამო გამთენიისას გამოცხადებული საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა.