Accentnews.ge
აშშ-მა პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო ორი რუსული კომპანია და ორი ფიზიკური პირი დაასანქცირა

აშშ-მა პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო ორი რუსული კომპანია და ორი ფიზიკური პირი დაასანქცირა

20/03/2024 19:18:35 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც, ვაშინგტონის ცნობით, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში პროპაგანდასა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც "საინფორმაციო მომსახურებას" უწევდნენ რუსეთის მთავრობას.

დასანქცირდა მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Social Design Agency და მისი დამფუძნებელი ილია ანდრეევიჩ ღამბაშიძე, ასევე რუსეთში დაფუძნებულ კომპანია Group Structura და მისი მფლობელი და დირექტორი, ნიკოლაი ალექსანდროვიჩ ტუპიკინი.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ყველა მათგანი ჩართული იყო ლათინურ ამერიკაში საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ისინი მართავდნენ 60-ზე მეტი ვებსაიტის ქსელს, რომლის მეშვეობითაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ და კონტინენტზე აშშ-ისა და NATO-ს პოლიტიკის დისკრედიტაციის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიებმა ასევე დაამყარეს თანამშრომლობა მედიასთან და ლათინურ ამერიკაში გავლენიან პირებთან, რომლებიც გამოიყენეს კრემლის ნარატივის პოპულარიზაციისთვის.

"მოსკოვი იყენებს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის – მავნე გავლენის კამპანიებს და უკანონო კიბერ აქტივობებს, რათა ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S