
ფედოროვი: "დასავლეთის დახმარებით უკრაინას 2 მლნ უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია"
20/03/2024 18:09:15 მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ "დასავლეთის დახმარებით უკრაინას ორი მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია".
"აშშ-ის, დასავლეთის მთავრობებისა და კერძო მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის იმდენად გაფართოება, რომ შეგვიძლია. ვაწარმოოთ ერთ ან თუნდაც ორ მილიონზე მეტი დრონი (წელიწადში). ამ დროისთვის 200-ზე მეტი უკრაინული კომპანია მუშაობს უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში და აწარმოებს უპილოტო თვითმფრინავების ფართო სპექტრს, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება", – განაცხადა ფედოროვმა
მან მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, გაერთიანდნენ თავიანთი ძალისხმევით უკრაინის მეტი მხარდაჭერისთვის.