
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც ბრიტანელი, ისე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს
20/03/2024 17:45:53 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში, რომელსაც ომი აქვს რუსეთთან, დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან.
"ეს ცნობილი საიდუმლოა, რომ როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-“ს ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს", – განუცხადა სიკორსკიმ dpa-ს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას და მან ეს ახსნა საერთო ისტორიით.
მისი თქმით, უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ, პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება.
სიკორსკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიდგომას, რომ არ უნდა გამოირიცხოს უკრაინის ფრონტზე სახმელეთო ჯარის გაგზავნა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეს უნდა აწუხებდეს, რომ დასავლეთი მზად არის მხარში ედგეს უკრაინას.