Accentnews.ge
შმიგალი მიშელთან შეხვედრის შემდეგ: "ვისაუბრეთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე"

შმიგალი მიშელთან შეხვედრის შემდეგ: "ვისაუბრეთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე"

20/03/2024 17:18:50 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენების საკითხზე ისაუბრეს.

"ბრიუსელში ჩვენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა უკრაინის საჭიროებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.

შმიგალის თქმით, მან მიშელს მადლობა გადაუხადა ფინანსური მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა გადაწყვეტილებისთვის.

"მივესალმები ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დახმარების ფონდის შექმნას, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში", - განაცხადა შმიგალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S