Accentnews.ge
ლიეტუვა უკრაინისთვის 35 მლნ ევროს გამოყოფს

ლიეტუვა უკრაინისთვის 35 მლნ ევროს გამოყოფს

20/03/2024 16:18:04 მსოფლიო

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ლიეტუვა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერ–მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ლიეტუვას მთავრობამ 35 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის ფარგლებში. ერთად, რაც არ უნდა დასჭირდეს გამარჯვებას!", - წერს შიმონიტე.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S