
ბრიტანული დაზვერვა რუსული არმიის თვითმფრინავებისა და გემების შენიღბვის წარუმატებელ მეთოდებზე საუბრობს
20/03/2024 13:54:00 მსოფლიო
რუსეთის არმია დიდ ყურადღებას უთმობს სამხედრო ტექნიკის შენიღბვას, რათა დაიცვას ის და დაფაროს თავისი ოპერატიული ზრახვები, თუმცა, ეს არ ეხმარება რუსეთს დანაკარგების შემცირებაში, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
„რუსეთის საჰაერო ბაზებზე შენიღბვა ხორციელდება თვითმფრინავის მაკეტების და თვითმფრინავის ფრთებზე საბურავების გამოყენებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ცხრა რუსულ საჰაერო ბაზას ასევე მოხატულია თვითმფრინავის სილუეტებით.
შავი ზღვის ფლოტის გემებს აქვთ შავი საღებავი წინა და უკანა მხარეს, მიზანი სავარაუდოდ, ნაკლებად შესამჩნევ სამიზნეებად ქცევაა. ბორცვებზე გემების სილუეტებიც არის დახატული, რამაც შესაძლოა დააბნიოს უკრაინელი დრონების ოპერატორები“, - იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
ამრიგად, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმია ცდილობს, შეამციროს ბოლო ორი წლის განმავლობაში შავი ზღვის ფლოტისა და რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების დანაკარგები.
„მიუხედავად შენიღბვის ამ მცდელობისა“, დაზვერვის აზრით, „რუსული თვითმფრინავები კვლავ დაუცველნი არიან ჩვეულებრივი საჰაერო ცეცხლის მიმართ, ხოლო რუსული გემები კვლავ დაუცველები არიან შავ ზღვაში ოპერაციების დროს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შენიღბვის ტექნიკის გამოყენებამ გამოიწვიოს დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირება".
ბრიტანულმა დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ შენიღბვის ეფექტური გამოყენების ნაკლებობა იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ოპერატიული წარუმატებლობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ეტაპებზე.