
ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა
20/03/2024 13:07:53 მსოფლიო
ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ ხარკოვზე რუსული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქის კილოდნოგორსკის რაიონში ხუთსართულიანი შენობა, ავტომანქანა და კერძო საწარმო დაზიანდა. სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და შესაძლოა, მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ბოლვინოვის თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურდა სტამბა, ასევე ავეჯის და საღებავების სახელოსნო. ხანძარი დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
დაჭრილებს შორის არიან საწარმოს თანამშრომლები, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა უკრაინის პოლიციის წარმომადგენელმა.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა X-59 რაკეტით განხორციელდა.