Accentnews.ge
შს მინისტრი: ღამე ვერც ეს ახალი ვერტმფრენი იფრენს

შს მინისტრი: ღამე ვერც ეს ახალი ვერტმფრენი იფრენს

20/03/2024 12:38:26 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მოსმენისას ისაუბრა ახალ, ევროპული ტიპის "H 145" ვერტმფრენზე, რომელიც სამინისტრო უკვე გადმოეცა.

გომელაურს ჰკითხეს, ეს ვერტმფრენი ქვეყანას რომ ჰყოლოდა იქნებოდა თუ არა მეტი ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს.

მინისრი ამბობს, რომ ახალი ვერტმფრენი ვერ იფრენს ღამე და ვერც ის შევიდოდა ხეობაში, ამიტომ, მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ ამ ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში ყველას გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, სიცრუეა.

"H 145" ბევრად კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ ყველას გადავარჩენდით და ესე მოხდებოდა, ეს არის სიცრუე. თუ თქვენი ნება იქნება, შემიძლია, მოვიყვანო ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან. მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე. ღამე ვერც ეს ვერტმფრენი იფრენს, ეგ იცოდეთ. იგივე შეუძლიათ, რაც დღევანდელ ვერტმფრენებს, ვთქვათ, აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში. ის, რომ ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ასეთი პრობლემა ყველა ვერტმფრენს აქვს. არის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ომის დროს რისკავენ და ღონისძიებებს ატარებენ. არ შეიძლება ვერტმფრენის გამოყენება ღამე ხეობაში, მით უმეტეს, სადაც მაღალი ძაბვის ხაზები გადის. შეიძლება თქვათ, რომ ხომ არსებობს რუკები, მაგრამ ხეების რუკებს ვერავინ გააკეთებს. ყაზბეგში რაც მოხდა დღე იყო, მაგრამ ხალხი დაიღუპა. მით უმეტეს, ღამე უდიდესი პრობლემაა. როცა ხანძრები იყო, ბორჯომი-ხარაგაულის მიმართულებაზე ბეწვზე გადავრჩით, სახანძრო კალათა წამოედო ხეს შემთხვევით. ეს ხდება დღისით და არა ღამით. როგორ წარმოგიდგენიათ, რაჭაში, ღამით, 20 ბავშვი ჩაგვესვა და ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხომ იკითხავდით, ვინ გასცა სამშვიდობოს გამოყვანილი ბავშვების ვერტმფრენში ჩასმის ბრძანებაო?", -განაცხადა გომელაურმა.

მანამდე, მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის კიდევ ორი შვეულმფრენის გადმოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S