
მედია: უკრაინული დრონებით რუსული ენგელსის აეროდრომზე სამიზნეებს დაარტყეს
20/03/2024 10:39:16 მსოფლიო
რუსეთის ქალაქი ენგელსზე, სადაც მდებარეობს რუსეთის სტრატეგიული საავიაციო აეროდრომი, 20 მარტის ღამეს თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მუშაობის ნაწილია, იტყობინება უკრაინული მედია სამმართველოდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინის დაზვერვის თანამშრომლების თქმით, თავდასხმისას უკრაინული წარმოების დრონები გამოიყენეს.
წყარო ამბობს, რომ სამიზნემდე მიაღწიეს და რომ ოპერაციის შედეგები ზუსტდება. თავად სამიზნეები და მათი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული.
ღამით სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსს დრონები დაესხნენ თავს. ეს ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დაადასტურა. მას დანაკარგებზე არ უსაუბრია.
რუსულმა ტელეგრამ–არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც აფეთქების ხმები ისმოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მარტს დილით გამოაცხადა ბელგოროდში (1 უპილოტო საფრენი აპარატის) და სარატოვის (4 უპილოტო საფრენი აპარატი) ოლქში უკრაინის ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში არის სამხედრო აეროდრომი, სადაც განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენები. კერძოდ, ამ აეროდრომიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები უკრაინაში მდებარე ობიექტებს ესხმიან თავს. აეროდრომი, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი უახლოესი ტერიტორია დაახლოებით 700 კილომეტრშია, წარსულში უკვე დაესხნენ თავს დრონები. ამ დარტყმების შედეგად ექვსი რუსი სამხედრო დაიღუპა. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, სამხედროები კი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. უკრაინა ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ თავდასხმები მან განახორციელა.