Accentnews.ge
ნაზარბაევის ძმისშვილს იანვრის მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 8–წლიანი პირობითი მიუსაჯეს

ნაზარბაევის ძმისშვილს იანვრის მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 8–წლიანი პირობითი მიუსაჯეს

20/03/2024 09:22:54 მსოფლიო

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილეს სამათ აბიშს, 2022 წლის იანვრის მოვლენების დროს ჩადენილი დანაშაულების საქმეზე 8 წლიანი პირობითი მიუსაჯეს. ამის შესახებ ნათქვამია ასტანას სასამართლოს განცხადებაში. პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილების არსებობა და მისი "გულწრფელი მონანიება".

""დამამძიმებელი გარემოებები დადგენილი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ სასამართლომ ასევე წარუდგინა წინადადება ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოყაევს აბიშს ჩამოაერთვას სპეციალური წოდება და სახელმწიფო ჯილდოები.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იერჟან სადენოვმა მედიას დაუდასტურა, რომ აბიშს სასამართლომ პირობითი სასჯელი განუსაზღვრა. სადენოვის თქმით, მსჯავრდებული ქვეყნიდან გასვლას ვერ შეძლებს და საცხოვრებელ ადგილზე უნდა გამოცხადდეს.

აბიში არის ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი და ოლიგარქ კაირატ სატიბალდის უმცროსი ძმა. მან თანამდებობა დაკარგა 2022 წლის იანვარში პროტესტის დაწყებისთანავე. პარალელურად, თანამდებობები დაკარგეს ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა კარიმ მასიმოვმა და პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S