
უკრაინამ კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება მოახერხა
20/03/2024 08:51:16 მსოფლიო
კიდევ ორი ბავშვი დააბრუნეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ ხერსონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.
"კიდევ ერთი უკრაინული ოჯახია თავისუფალ მიწაზეა. ოკუპაციიდან მიმღები ოჯახის დახსნა მოხერხდა, სადაც მშობლის მზრუნველობამოკლებული ორი ბავშვი იზრდებოდა. ესენი არიან 13 და 15 წლის ბიჭები", - თქვა მან.
მისი თქმით, ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან ექიმებისა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.
პროკუდინმა დასძინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 40 ბავშვი დაბრუნდა.