Accentnews.ge
მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, მოსკოვი კი იმუქრება

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, მოსკოვი კი იმუქრება

20/03/2024 07:54:23 მსოფლიო

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში კიშინიოვში გაიმართება. ამის შესახებ Newsmaker იუწყება.

რუსულ დელეგაციას შესთავაზეს ონლაინ–რეჟიმში გამოსვლა კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 17 მაისამდე პერიოდში მოლდოვაში გაიმართება.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს მრავალრიცხოვან კრიზისებს და ძირს უთხრის სასურსათო უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების პირადი მონაწილეობა, შეზღუდოს ის საელჩოს ან ონლაინ–ფორმატის დონეზე“, - იტყობინება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყება.

შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ სოფლის მეურნეობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და დიგიტალიზაციის საკითხებს მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ კიშინიოვი „აშკარად ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, როგორც მხარე, რომელიც იღებს ზომებს გაეროს მეშვეობით, რაც ეჭვს აყენებს მოლდოვის ხელისუფლების შესაძლებლობას, იმოქმედოს ამ კუთხით მომავალში“.

„კიშინიოვის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე, 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S