
ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
20/03/2024 06:52:12 საზოგადოება
ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მასშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.