Accentnews.ge
ზედიზედ, მე–9 დღეა, ბელგოროდზე შეტევის შესახებ იუწყებიან, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ზედიზედ, მე–9 დღეა, ბელგოროდზე შეტევის შესახებ იუწყებიან, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

20/03/2024 06:22:02 მსოფლიო

ზედიზედ, მე–9 დღეა, რუსეთი, აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქზე შეტევა გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, ოლქში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს".

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალები უტევენ. ამას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ უარყოფენ, რომელთა თქმით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებმა პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი ერთობლივად გაარღვიეს ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში. შეიარაღებული ფორმირებების წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.

განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. დღეს, 20 მარტს ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ კვირის ბოლომდე სკოლებში სასწავლო პროცესიც შეწყდა.

გასულ ღამით სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტიც. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული „უკრაინული რაკეტის“ ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ კურსკის ცენტრსა და სხვა რაიონებში და რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში თქვა, რომ ეხმარებიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, ლეგიონს „რუსეთის თავისუფლება“ და „ციმბირის ბატალიონს“, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. იუსოვის განცხადებით, ეს ხალხი უკრაინას ეხმარება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში, ამიტომ, უკრაინაც უნდა დაეხმაროს იმ რუსებს, რომლებიც იბრძვიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და მისგან რუსეთის გასათავისუფლებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S