
პუტინს არჩევნებში გამარჯვება "ჰამასის" ლიდერმა მიულოცა და "მეგობრული კავშირების გაძლიერების" იმედი გამოთქვა
19/03/2024 20:45:35 მსოფლიო
რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ვლადიმირ პუტინს "პრეზიდენტად ხელახალი არჩევა" მიულოცა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია "ჰამასის" ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ჰანიეს თქმით, "ჰამასი" იმედოვნებს რუსეთთან "მეგობრული კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის განვითარებას" და ასევე "მაღალი შეფასება მისცა" რუსეთის პოზიციას "პალესტინის საკითხის მხარდაჭერაში". ჰანიემ ასევე უსურვა პუტინს "წარმატებული მუშაობა რუსეთის ხალხის ინტერესებისთვის" და "წარმატებები მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში".
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში "ჰამასის" დელეგაცია რამდენჯერმე იმყოფებოდა, რაც ოფიციალურადაც დაადასტურეს.