
კოსოვომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი გამოაცხადა
19/03/2024 20:27:55 მსოფლიო
ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა ეიუპ მაჩედონსიმ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი, რომელიც შედგება ნაღმტყორცნებისაგან. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა.
„კოსოვო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულ ომში. დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მე გამოვაცხადე ჩვენი მეორე სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც შედგება ნაღმტყორცნებისაგან“, - დაწერა მან.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პირველი დახმარების პაკეტი სატვირთო მანქანებით, ტაქტიკური და ჯავშანმანქანებით მომავალ კვირას მიეწოდება.