Accentnews.ge
დუდა: რუსეთი შესაძლოა უკვე 2026 წელს დაესხას თავს NATO–ს

დუდა: რუსეთი შესაძლოა უკვე 2026 წელს დაესხას თავს NATO–ს

19/03/2024 20:20:23 მსოფლიო

რუსეთს შესაძლოა მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ ნატოზე თავდასხმა უკვე 2026-27 წლებში შეძლოს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან კვლავ გაიმეორა საკუთარი წინადადება, რომ ნატოს ქვეყნებმა თავდაცვითი ხარჯები მშპ-ს 2-დან 3%–მდე უნდა გაზარდონ.

”ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უკვე 2026 და 2027 წლების მიჯნაზე, პუტინს, რომელმაც თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა, ექნება ისეთი სამხედრო პოტენციალი (...), რომ შეძლებს, თავს დაესხას ნატოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და განაგრძო, „განგაშის ზარია: ჯერ კიდევ 2-3 წელია დარჩენილი და ამ პერიოდში ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის დაგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა და თავდასხმისთვის მომზადება ისე, რომ ეს არ მოხდეს".

მან ასევე მოუწოდა აშშ-ს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთს უკრაინაში არ შეაჩერებენ, ფასი მოგვიანებით მკვეთრად გაიზრდება.

„ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს, თუ არ შეაჩერებენ, გავრცელდება და მაშინ ვშიშობ, რომ ამერიკული ფული აღარ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, ამერიკულ ჯარებს მოუწევთ ჩართვა და ეს არავის უნდა“, - თქვა დუდამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S