Accentnews.ge
ფინეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 30 მილიონი ევრო გამოყო

ფინეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 30 მილიონი ევრო გამოყო

19/03/2024 19:50:38 მსოფლიო

ფინეთი შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა სოციალურ ქსელში X–ზე.

მისი თქმით, ამ მიზნით ფინეთის ხელისუფლებამ 30 მილიონი ევრო გამოყო.

მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს საბრძოლო მასალა უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 13 მარტს განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივით ჭურვები ფრონტზე ჩასვლას „უახლოეს მომავალში“ დაიწყებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ მან იპოვა 800 ათასი ჭურვი უკრაინისთვის, რომლის შეძენა და უკრაინაში გაგზავნა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, „თუ თანხები მოიძებნება“. Financial Times-ის შეფასებით, პრაღა ცდილობდა 1,5 მილიარდი დოლარის მოზიდვას საბრძოლო მასალისთვის. ინიციატივას 15-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის კანადა, დანია და საფრანგეთი.

მარტის დასაწყისში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა და მისმა პარტნიორებმა მოახერხეს სახსრების მოპოვება უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის პირველი პარტიის შესაძენად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S