Accentnews.ge
გერმანიამ კიევისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გერმანიამ კიევისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

19/03/2024 19:41:41 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 19 მარტს კიევისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ მან რამშტაინის ფორმატში ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალის დამატებით მარაგს - 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა ქვეითებისთვის და 100 ავტომანქანა.

მინისტრს ასევე ჰკითხეს Taurus-ის შორი მანძილის რაკეტებთან დაკავშირებით, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით „არანაირი სიახლე“ არ არის.

ერთი დღით ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდაზე. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ „ბერლინი და ვარშავა ამაზე იმუშავებენ ორივე ქვეყნის ინდუსტრიასთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S