
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის საგარეო დაზვერვა დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილა
19/03/2024 19:20:20 მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ "დეზინფორმაცია" უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პარიზი დაახლოებით 2 ათასი ფრანგი ჯარისკაცის უკრაინაში გასაგზავნად ემზადება.
„ეს არის რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი“, - აცხადებენ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე რუსული მედია ციტირებდა ნარიშკინის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფრანგული კონტიგენტი "უკვე მზადდება უკრაინაში გასაგზავნად" და რომ "საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2000 ადამიანი". მისი თქმით, ეს დანაყოფი „იქცევა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის თავდასხმების პრიორიტეტულ ლეგიტიმურ სამიზნედ“, „რაც იმას ნიშნავს, რომ მას ემუქრება ყველა იმ ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მოსულა რუსული სამყაროს ტერიტორიაზე ხმლით.”
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ არ გამორიცხა, რომ სამხედრო პერსონალი ნატოს ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, უკრაინაში გაიგზავნოს. მისმა სიტყვებმა ნატოს მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი არ განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას. იგივე თქვა ნატო–ს გენმდივანმაც.