
ბორელი ევროკავშირს გაყინული რუსული აქტივების მოგების 90%–ის უკრაინისთვის გამოყენებას შესთავაზებს
19/03/2024 19:02:37 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივების მოგების 90% ფონდ European Peace Facility-ის მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესასყიდად გამოიყენოს,– იტყობინება Reuters.
ბორელმა თქვა, რომ წინადადებას ევროკავშირის წევრებს 20 მარტს წარუდგენს, სამიტის წინ, რომელიც ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება.
მისი განმარტებით, საქმე ეხება მოგებას იმ აქტივებიდან, რომლებიც ევროპაში ინახება და არა თავად აქტივებს და ეს შეიძლება იყოს წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ევრო.
მანამდე დასავლური მედია წერდა, რომ ევროპის კომისია ამზადებს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების ან მათი ინვესტირებით მიღებული მოგების ნაწილობრივ გამოყენებას.