Accentnews.ge
კულება: პუტინის ამბიციები საქართველოს და მოლდოვას საზღვრებს სცდება

კულება: პუტინის ამბიციები საქართველოს და მოლდოვას საზღვრებს სცდება

19/03/2024 18:47:09 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმები უფრო შორს მიდის და რომ მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება.

კულებამ 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა.

“პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე”, - განაცხადა კულებამ.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი თქმით, კრემლის ლიდერის ამბიციები მეზობლების საზღვრებს სცდება:

“ის ბევრ სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უნდა იყვნენ შეშფოთებულნი”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S