Accentnews.ge
ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარდამეპოში

ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარდამეპოში

19/03/2024 14:00:16 ეკონომიკა

დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.

“ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე”, - თიბისი დაზღვევა.

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S