Accentnews.ge
კვლევა: ჰაერი მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეიძლება ჩაითვალოს სუფთად

კვლევა: ჰაერი მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეიძლება ჩაითვალოს სუფთად

19/03/2024 12:48:18 მსოფლიო

ჰაერის ხარისხი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტანდარტებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში აკმაყოფილებს, ნათქვამია შვეიცარიული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანიის IQAir 2023 წლის ანგარიშში.

ჰაერში PM2.5 ნაწილაკების შემცველობა - მათ შორის ჭვარტლის და მტვერის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა შესუნთქვისას - ყველაზე დაბალია მავრიკში. მას მოჰყვება ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი.

ბანგლადეშში ჰაერი ყველაზე დაბინძურებული იყო 2023 წელს: მასში საშიში მიკრონაწილაკების შემცველობა თითქმის 16-ჯერ აღემატებოდა სტანდარტს 5 მიკროგრამ კუბურ მეტრზე, რომელიც ჯანმო-მ 2021 წელს დააწესა. ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების სამეულში ასევე მოხვდა პაკისტანი და ინდოეთი.

PM2.5 ძირითადად გამოიყოფა საწვავის წვის შედეგად და ჰაერში დიდხანს რჩება. ჯანმო-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი წელიწადში შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს და ადამიანის სიცოცხლეს საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს.

ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, მეტად გადაადგილდნენ ქვეითად, შეცვალონ ტყის მართვის პრაქტიკა და უფრო სწრაფად გადავიდნენ სუფთა ენერგიაზე წიაღისეული საწვავის ნაცვლად. "ჩვენ ვიზიარებთ ატმოსფეროს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ ვაკეთებთ იმას, რაც სხვებს ავნებს", - ამბობს IQAir-ის წარმომადგენელი გლორი ჰამესი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S