Accentnews.ge
ოსტინი: აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

ოსტინი: აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

19/03/2024 11:59:18 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამის შესახებ მან „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ცნობისთვის: კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო აშშ უკრაინისთვს მრავალმილიარდიანი სამხერდო პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S