Accentnews.ge
რუსეთის პროკურატურა ხუბუტიას ცოლისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას მოითხოვს

რუსეთის პროკურატურა ხუბუტიას ცოლისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას მოითხოვს

19/03/2024 10:04:10 მსოფლიო

რუსეთის გენპროკურატურა სოფელ ბარვიხასა და სოფელ ჟუკოვკაში 13 მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს ექვსი კერძო პირისგან, მათ შორის არის ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ცოლი ეკატერინა ჯანაშია.

რუსული მედიის ცნობით, საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში უკანონოდ გასხვისდა საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ სანატორიუმ "ბარვიხას" კუთვნილი, დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობი.

რუსული მედია წერს, რომ მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც საქმეში მესამე პირად ითვლება, უკანონობა უწოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ბარვიხაში მდებარე, მისი მეუღლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზება ხდება „რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ შემუშავებული დეველოპერული პროექტის რეალიზების გამო“.

რუსეთში მცხოვრები ხუბუტია ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის მოსკოვის უდიდესი საგამოფენო კომპლექსის მმართველ სავაჭრო სახლს და იარაღის მაღაზიათა ქსელს, „კოლჩუგას.“ ასევე ხელმძღვანელობს "რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირს". ის დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S