Accentnews.ge
"თქვენ მიიღებთ ATACMS-ებს და გაანადგურებთ ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდს" - ამერიკელი სენატორი კიევში ვიზიტისას

"თქვენ მიიღებთ ATACMS-ებს და გაანადგურებთ ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდს" - ამერიკელი სენატორი კიევში ვიზიტისას

19/03/2024 09:41:48 მსოფლიო

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა კიევში ვიზიტისას იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს შეერთებული შტატები უკრაინას ATACMS–ის რაკეტებს გაუგზავნის ქერჩის (ყირიმის) ხიდის დასანგრევად. ამის შესახებ მან კიევში 18 მარტს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სენატორის თქმით, ATCAMS რაკეტები უკრაინაში „გუშინ“ უნდა ყოფილიყო.

„იმედი მაქვს, რომ 2024 წელს ამერიკა უკრაინას გაუგზავნის იარაღს, რომელიც უკიდურესად გჭირდებათ და მომავალში დაიწყებთ არა მხოლოდ ტერიტორიის შენარჩუნებას, არამედ შემდგომ ზეწოლას რუსებზე, რომ მიიღებთ ATACMS-ს და გაანადგურებთ ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდს.

მინდა, რომ 2024 წელი უკრაინელი სამხედროებისთვის ხარისხობრივი უპირატესობის წელი იყოს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა.

გარდა ამისა, სენატორმა თქვა, რომ მას სურს, იხილოს F-16–ის გამანადგურებლები უკრაინაში მიმდინარე წელს:

„მე ასევე მსურს, ვნახო F-16 ექსპლუატაციაში 2024 წელს. მინდა, რომ რუსებმა ნახონ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი უკრაინული არმია. და მე მინდა, რომ უკრაინელმა ხალხმა განახორციელოს სამობილიზაციო რეფორმა“, - განაცხადა სენატორმა.

ქერჩის ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის (ქერჩის) ხიდზე აფეთქება მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება ქერჩის ხიდზე 2023 წლის 17 ივლისს მოხდა. რუსი სამხედროები ხიდს იყენებენ ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო ფორმირებების მოსამარაგებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S