Accentnews.ge
ბლინკენი: წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

ბლინკენი: წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

18/03/2024 19:56:35 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს. ამის შესახებ მან სეულში დემოკრატიის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

"მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია. მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს. ჩვენი კონკურენტები, ჩვენი მოწინააღმდეგეები იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენს დემოკრატიებში განხეთქილების შემოსატანად, ეჭვის, ცინიზმისა და არასტაბილურობის დათესვით. მთავრობები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ თავიანთი მოქალაქეების უკანონო ფარული მიყურადებისთვის და ჟურნალისტების შევიწროების მიზნით", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ ძალისხმევას არ იშურებს როგორც აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის პროპაგანდისტული კამპანიების, ისე რუსეთის მცდელობების გამოსააშკარავებლად, დათესოს უკრაინის ომის საკუთარი ვერსია ლათინურ ამერიკაში.

"დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, მათ შორის – გავლენიანი სოციალური მედიის კომპანიების წახალისების გზით, რათა სათანადოდ მოხდეს მცდარი ან ყალბი შინაარსის გამოვლენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიებით არის შექმნილი. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ ასევე, ამ ამაჩქარებელმა დეზინფორმაციის ტალღები შექმნა, რომელიც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს", – განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S