
ზელენსკი "რესპუბლიკელ“ სენატორს შეხვდა: "უკრაინის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე"
18/03/2024 18:59:24 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორს ლინდსი გრეჰემს შეხვდა. ზელენსკის ცნობით, გრეჰემთან შეხვედრისას უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხები განიხილა.
„მე ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია და ჩვენი არმიის პრიორიტეტული საჭიროებები გავაცანი. პარტნიორების მხრიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ უკრაინის NATO-ში ინტეგრაციაზე, აგრესორ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლის გაზრდაზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებისთვის. უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გრძელდება. უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისა და ჩვენი ხალხის დაცვის გეგმების განხორციელებისას. დემოკრატიამ და თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს", – განაცხადა ზელენსკიმ.