Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

მამუკა მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

18/03/2024 17:25:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.

"როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ მიმდინარე კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.

„როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირბელი კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები პრაიდის ორგანიზებითა და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რას აფინანსებენ. ეს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში არ ავურიოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S