
შოლცი რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს
18/03/2024 16:37:21 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს, რადგან ბერლინში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც დემოკრატიული ყოფილა.
როგორც შოლცის პრეს–მდივნმა კრისტინა ჰოფმანმა აღნიშნა, არჩევნების შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი.
„ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. რუსეთში ახლა დიქტატურაა და მას მართავს პუტინი ავტორიტარულ რეჟიმში“, – განაცხადა მან.
ამავე თემაზე: ვინ ულოცავს პუტინს მეხუთე ვადით გაპრეზიდენტებას.