Accentnews.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აგზავნის არასასურველ სარეკლამო SMS-ებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აგზავნის არასასურველ სარეკლამო SMS-ებს

18/03/2024 14:45:59 საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით მას არაერთმა მოქალაქემ მომართა.

„სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი ცნობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს და მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

"აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება", – ნათქვამია განცხადებაში.

კანონის თანახმად, თუკი სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

  • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი;
  • უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი;
  • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.

ამასთან, პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია, რა წყაროებით იქნა მოპოვებული მისი საკონტაქტო მონაცემები; თუ პირი უარს არ იტყვის სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S