
მოსამართლე მიქაუტაძე ადვოკატ მწარიაშვილს უჩივის
18/03/2024 14:19:16 სამართალი
უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეული მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ადვოკატ მაია მწარიაშვილს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული კომენტარის შინაარსის გამო სასამართლოში უჩივის.
უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ თქვა, რომ მისი ქონებისა და შემოსავლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ე.წ. ვეტინგის საფუძვლის შექმნა იყო.
"ჩვეული მეთოდებით დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სატელევიზიო შოუების მოწყობით. ცდილობენ, შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ სისტემის ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ „ფორმულაზე“ გაჟღერდა რამდენიმე ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად, მან და მისმა ცოლმა შეიძინეს 2500 კვ.მ. მიწა და არა - 2,5 ჰექტარი (25 000 კვ.მ), როგორც ამას ადვოკატი ამბობდა ინტერვიუს დროს; მისი ოჯახი კომპანია სს „ბახტრიონიდან“ ყოველთვიურად იღებდა 22 ათას ლარს და არა არის სიმართლე ყოველწლიურად მხოლოდ 14 ათასი ლარის მიღებაზე გავრცელებული ცნობა.
„აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს, არ არსებობს ამის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება და გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალური მიზანი გახლავთ სასამართლოს ხელისუფლების დამორჩილება, გავლენის გაზრდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ხელისუფლების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც არის მიუღებელი და დაუშვებელი“, -აღნიშნა მიქაუტაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ სამოქალაქო დავით ითხოვს ადვოკატმა გავრცელებული "ფაქტები უარყოს“.