Accentnews.ge
ლიეტუვა წვრთნებს ატარებს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევისთვის

ლიეტუვა წვრთნებს ატარებს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევისთვის

18/03/2024 11:57:17 მსოფლიო

ლიეტუვაში 18 მარტს სამოქალაქო დაცვის წვრთნები დაიწყო ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევისთვის, რომელიც ქვეყნის საზღვართან მდებარეობს. წვრთნების შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა.

გეგმის მიხედვით, სწავლება დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაგრძელდება.

„მიზანია შემოწმება, თუ რამდენად მზად არიან სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა დაწესებულებები რეაგირებისთვის შესაძლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ან დაწესებულებებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და როგორ ხდება მოსახლეობის ევაკუაცია საგანგებო ზონიდან. ", - ნათქვამია ოფიციალურმა შეტყობინებაში.

მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

წვრთნებში ეროვნული უსაფრთხოების კომისიის, ეროვნული კრიზისული ცენტრის თანამშრომლები, ექვსი სამინისტროს, ხუთი სამთავრობო უწყების, ყველა მუნიციპალიტეტისა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ლიეტუვამ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ოსტროვეცის მახლობლად ადგილის არჩევა. ქვეყანამ დაასახელა 10 მიზეზი, რატომ არ უნდა აეშენებინა ბელარუსს ატომური ელექტროსადგური და ბელარუსის ხელისუფლება ქარხნის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა. ლიეტუვამ მშენებლობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე და საერთაშორისო სტრუქტურებში გააპროტესტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S