NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოშია
18/03/2024 10:25:20 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია.
იგი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
სტოლტენბერგი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. იგი გუშინ აზერბაიჯანს სტუმრობდა, თბილისიდან კი სომხეთში ჩავა.


