
მთავრობამ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო
18/03/2024 10:51:55 საზოგადოება
მთავრობამ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 15 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით ირკვევა, რომ მთავრობა 50 დაწესებულებას ეხმარება.
"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება" - ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 0000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - აღნიშნულია განკარგულებაში.
დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.