Accentnews.ge
პირველმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა პუტინის არჩევნების არაღიარების შესახებ

პირველმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა პუტინის არჩევნების არაღიარების შესახებ

18/03/2024 10:22:19 მსოფლიო

ლიეტუვის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებაზე და მას "ტრაგიკულ ფარსი" უწოდა. განცხადება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა.

„უკანონობიდან კანონი ვერ წარმოიქმნება, ხოლო იძულების, ჩაგვრისა და ფალსიფიკაციისგან არ შეიძლება წარმოიშვას საერთაშორისო სივრცეში პატივცემული ლეგიტიმაცია. ამიტომ, ამ გაყალბებულ და იმიტირებულ პროცედურას ჩვენ არ მივიჩნევთ და არ ვუწოდებთ არჩევნებს, რადგან, სამწუხაროდ, ეს უფრო ტრაგიკულ ფარსს ჰგავს“, – ციტირებს ლანდსბერგისს Delfi.

მანამდე რუსმა ოპოზიციონერებმა, მათ შორის პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ მოუწოდეს დასავლელ ლიდერებს, არ ეღიარებინათ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 87,3% მიიღო ოქმების 99,7%-ის დათვლის შემდეგ. ეს მისი მეხუთე ვადა იქნება, რომელიც 2030 წელს დასრულდება.

ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უწოდა რუსეთის არჩევნებს არათავისუფალი, თუმცა არაღიარებაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S