„ხალხის ძალამ“ პარტია დააფუძნა, რომლის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახდა
18/03/2024 09:39:00 პოლიტიკა
"ხალხის ძალამ“ პოლიტიკური პარტია დააფუძნა. გაიმართა დამფუძნებელი ყრილობა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა პარტიის წესდება და სტრუქტურა.
სოზარ სუბარმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელთა არჩევაც ასევე ერთხმად მოხდა.
„ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატების გაერთიანებაა. ის პარლამენტში ისევ უმრავლესობის ნაწილია.


