
ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება ქუთაისის კერძო სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა
18/03/2024 09:30:23 საზოგადოება
ქუთაისში მდებარე ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ევაკუაცია გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მეილზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.
ადმინისტრაციამ სკოლიდან ბავშვები და თანამშრომლები გამოიყვანა.
შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
სკოლის პერიმეტრი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დაწყებულია გამოძიება.
მანამდე, მსგავსი ვითარება ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ იყო.