Accentnews.ge
პარიზის გარეუბანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ ცხრა ადამიანი დააკავეს

პარიზის გარეუბანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ ცხრა ადამიანი დააკავეს

18/03/2024 09:17:03 მსოფლიო

საფრანგეთში ცხრა ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც პარიზის გარეუბანში, ლა–კოურნეუვეს პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა მოხდა. იუწყება BFM TV.

კვირას საღამოს უცნობმა პირებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს. მათ ასევე ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, – განუცხადა ტელეარხს პოლიციიდან წყარომ.

შეტაკება მოჰყვა გასულ კვირას ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილს, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა ლა–კოურნეუვეში.

ოთხშაბათს საღამოს პოლიცია მისდევდა სკუტერს, რომელსაც 18 წლის ბიჭი ვანის რ. მართავდა. მის სატრანსპორტო საშუალებას პოლიციის მანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაიღუპა ვანის რ. და დაშავდა მისი მგზავრი. შეჯახების ამსახველი ვიდეო ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში. პარასკევს ოჯახის ადვოკატმა პოლიციას დაადანაშაულა ბიჭის სკუტერზე განზრახ შეჯახებაში, პოლიციის ადვოკატი კი ავარიის თეორიას იცავს.

უსაფრთხოების საკითხებს საფრანგეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარიზის ოლიმპიადის წინ, რომელიც 26 ივლისს დაიწყება.

საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები ოლიმპიური თამაშების წინ მილიონამდე ადამიანს შეამოწმებენ, მათ შორის სპორტსმენებს და მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ძირითად ინფრასტრუქტურასთან ახლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S