
ლატვიის პრეზიდენტი ირონიულად გამოეხმაურა არჩევნებში პუტინის "გამარჯვებას"
18/03/2024 09:04:15 მსოფლიო
ოფიციალურმა რიგამ განაცხადა, რომ რუსეთში ორგანიზებულ ხმის მიცემის პროცესს და ვლადიმირ პუტინის „ახალი ვადით არჩევას“ რეალურ არჩევნებად არ აღიქვამს.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა: „არჩევნები. რა არჩევნები?“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისიანის კარინსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში ორგანიზებული პროცესი არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ არჩევნებად.
"რუსეთში „არჩევნები“ მოკლებულია ყოველგვარ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, დაკარგა აზრი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიან ომზე პასუხისმგებელი ადამიანი განაგრძობს რუსეთის პრეზიდენტად ყოფნას“, - განაცხადა მან.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და ის „ტრაგიკულ ფარსს ჰგავს“.
ვარშავამაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა.
კენჭისყრის პირველ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სარკასტულად მიულოცა პუტინს მომავალი უდავო "გამარჯვება".
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 87,3% მიიღო ოქმების 99%-ის დათვლის შემდეგ. ეს მისი მეხუთე ვადა იქნება, რომელიც 2030 წელს დასრულდება.