
მაკრონმა პირობა დადო, რომ უკრაინაში "კონკრეტული გადაწყვეტილებებით და წინადადებებით" ჩავა
18/03/2024 08:47:21 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ აუცილებლად ეწვევა უკრაინას. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება "კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები."
"გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ. მე წესი მაქვს: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო რომ იყოს უკრაინისთვის... მე ჩამოვალ კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით," - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ვიზიტი ნიშნავს "ძლიერ გზავნილს და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს."
ორშაბათს ელისეის სასახლემ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი გადაიდო "უსაფრთხოების მიზეზების გამო."
16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას კვლავ აქვს და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს.