
მოლდოვადან რუსეთის ელჩის გაძევება მოითხოვეს
18/03/2024 08:23:35 მსოფლიო
მოლდოვის ნაციონალურმა პარტიამ ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევება მოითხოვა დნესტრისპირეთში კიშინიოვის თანხმობის გარეშე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის კენჭისყრის ორგანიზების გამო. წერს Newsmaker.
პარტია, რომელსაც დრაგოს გალბური ხელმძღვანელობს, აღშფოთებულია სეპარატისტულ რეგიონში ექვსი რუსული საარჩევნო უბნის გახსნით და თქვა, რომ ამის შემდეგ მოლდოვამ უნდა გააძევოს რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი.
გალბურმა მოსკოვის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოლდოვის სუვერენიტეტის შეურაცხყოფა უწოდა.
„მოვიდა დრო, ვაჩვენოთ, რომ აღარ შევეგუებით მსგავს დარღვევას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავიცვათ ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პოლიტიკური ძალის ლიდერმა.
12 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოუცხადა რუსეთის ელჩ ოლეგ ვასნეცოვს დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის გამო.
კიშინიოვმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში უბნების ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე გახსნა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ელჩმა ვასნეცოვმა განაცხადა, რომ უბნები რეგიონის ფაქტობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად გაიხსნა.
მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვებისას რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ დიპლომატიური მისიის ამოცანაა 250 ათასამდე რუსეთის მოქალაქის ინტერესების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია, მოითხოვოს ხმის მიცემის უფლება და რომ მოსკოვი არ დახურავს საარჩევნო უბნებს.