
ევროკავშირმა გააფრთხილა კოსოვო და სერბეთი, რომ მათ ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება
18/03/2024 08:10:44 მსოფლიო
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განცხადება გაავრცელა კოსოვოსა და სერბეთს შორის ოჰრიდის შეთანხმების ხელმოწერის წლისთავის წინა დღეს, სადაც სინანული გამოთქვა, რომ ორივე მხარე არ ასრულებს ვალდებულებებს და გააფრთხილა ევროინტეგრაციის რისკებზე.
ორშაბათს აღინიშნება შეთანხმების პირველი წლისთავი, რომელიც კოსოვომ და სერბეთმა გააფორმეს ოჰრიდში. შეთანხმებას და მის განმახორციელებელ დანართს უნდა გაეხსნა გზა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„პირველად, ევროკავშირის ხელშემწყობი დიალოგის დროს მხარეები შეთანხმდნენ მკაფიო პარამეტრებზე, რომლებიც განსაზღვრავს მათი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ტრაექტორიას. ეს შეთანხმება და მისი იმპლემენტაცია ნათლად აჩვენებს, რომ ორივე პარტნიორის მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
თუმცა, მას შემდეგ დაძაბულობა არაერთხელ გამწვავდა პრიშტინასა და ბელგრადს შორის.
„სამწუხაროა, რომ მიუხედავად ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ძალისხმევისა, კოსოვოსმ და სერბეთმა შეზღუდულ პროგრესს მიაღწიეს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - თქვა ბორელმა განცხადებაში.
ევროკავშირმა არაერთხელ შეახსენა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შეთანხმების შესრულება სავალდებულოა. ამრიგად, ნებისმიერი შეუსრულებლობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მხარეთა ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ზიანს აყენებს მათ, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორების რეპუტაციას, ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
„მოვიდა დრო, როგორც კოსოვომ, ისე სერბეთმა გაარღვიონ კრიზისებისა და დაძაბულობის ამჟამინდელი მოჯადოებული წრე და გადავიდნენ ახალი - ევროპული ეპოქისკენ... ჩვენ ველით, რომ კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები გამოავლენენ პასუხისმგებლობას, ხედვას და ლიდერობას, რათა მიაღწიონ პროგრესს შეთანხმების განხორციელდებაში შემდგომი შეფერხების გარეშე“, - აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.