
ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა
18/03/2024 08:06:21 საზოგადოება
ბათუმში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. იგი კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად იგი ადგილზე დაიღუპა.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მოხდა. შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მამაკაციც ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.