
კირბი: საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინელებს დონბასში თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე უწევთ გადასვლა
18/03/2024 07:06:25 მსოფლიო
უკრაინელ სამხედროებს დონბასში საბრძოლო მასალა ეწურებათ, ამის შესახებ 17 მარტს ABC News-თან თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომუნიკაციების მრჩეველმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.
”მათ დონბასში საბრძოლო მასალა ეწურებათ და ახლა უკან იხევენ თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე. რუსები აგრძელებენ დასავლეთის მიმართულებით ზეწოლას. უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა და სჭირდებათ ახლა“, - თქვა კირბიმ.
აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების კანონპროექტის განხილვის კომენტირებისას მან თქვა, რომ „დრო არსებითია“.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს სპიკერ ჯონსონს, გადადგას ნაბიჯები უკრაინის დახმარების კენჭისყრისთვის, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ფრთხილობს, რომ უკრაინის დახმარებამ ზიანი არ მიაყენოს აშშ-ის უსაფრთხოებას. ეს საკითხი "იწვევს შემაშფოთებელია", - ამბობს ოფიციალური პირი.
„ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იქამდე, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი ოპერატიული გეგმები საფრთხის ქვეშ იყოს. მაგრამ ეს ის საკითხია, რომლისგანაც ყურადღების გადატანა შეუძლებელია“, - დასძინა მან.
12 მარტს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.
აშშ-ის სენატმა 13 თებერვალს ღამის სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს, საიდანაც 60 მილიარდი კიევისთვისაა განკუთვნილი. კანონპროექტს კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება.