
რუსეთის ბრატსკში მცხოვრები პოლიციამ ხმის მიცემის შემდეგ დააკავა და თითის მოჭრით ემუქრებოდა ხმის "არასწორად" მიცემის გამო
18/03/2024 06:54:11 მსოფლიო
ბრატსკში მცხოვრები ალექსანდრე შოხირევი სამუშაო ადგილზე ხმის მიცემის შემდეგ დააკავეს, იატაკზე პირქვე დადეს, თითის მოჭრით დაემუქრნენ, საბუთები და ტელეფონი წაართვეს. ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ მან "არასწორად მისცა ხმა". ამის შესახებ მისმა მეუღლემ OVD-Info-ს უამბო.
შოხირევს დაყენებული აქვს კარდიოსტიმულატორი. მისი ბიულეტენი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ნახეს. დაკავებულმა მეუღლეს უთხრა, რომ „თავისი სამოქალაქო პოზიცია გამოხატა“.
OVD-Info-ს ინფორმაციით, არჩევნების დროს ქვეყნის მასშტაბით 80 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის წინააღმდეგ "ჯარის დისკრედიტაციის" შესახებ მუხლით შედგა დასკვნა: მან ბიულეტენს წააწერა, „არა ომს“.