Accentnews.ge
დე ფაქტო ხელისუფლება: "კამიკაძე" დრონი თავს დაესხა დნესტრისპირეთის სამხედრო ნაწილს და გაანადგურა ვერტმფრენი

დე ფაქტო ხელისუფლება: "კამიკაძე" დრონი თავს დაესხა დნესტრისპირეთის სამხედრო ნაწილს და გაანადგურა ვერტმფრენი

18/03/2024 06:37:04 მსოფლიო

დნესტრისპირეთში სამხედრო ნაწილს კამიკაძე დრონი დაესხა თავს. შედეგად მოხდა აფეთქება, გაჩნდა ხანძარი და განადგურდა ვერტმფრენი Mi-8. მსხვერპლი არ ყოფილა. ამის შესახებ მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

ტელეგრამ–არხი «Первый Приднестровский» ირწმუნება, რომ დრონი ჩამოვიდა სამყურა ხიდის მიმართულებით ოდესის რეგიონის საზღვარზე.

მოლდოვას მთავრობასთან არსებულმა რეინტეგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ მოლდოვის ხელისუფლება არ მონაწილეობდა თავდასხმაში:

„აღნიშნული ინციდენტი არის რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობა. სურათებზე გამოსახული სამხედრო ტექნიკა რამდენიმე წელია, არ მუშაობს“.

იანვარში, დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ დაადანაშაულა მოლდოვა რესპუბლიკის ტერიტორიაზე "ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად საბრძოლო ჯგუფების მომზადებაში, რომელთა მიზანიც კრიტიკული საშუალებების განადგურება, სამხედრო ობიექტებზე დივერსიის განხორციელება, რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირების და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები დატყვევება ან განადგურებაა“. მოლდოვამ ბრალდებები უარყო. მოგვიანებით სეპარატისტულმა რეგიონმა მოსკოვს მიმართა "დახმარების" თხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S